ადგილი, რომლის უნახავადაც არ უნდა დატოვო იაპონია.
ვასტუ ძველი ინდური არქიტექტურის და მშენებლობის მეცნიერებაა. ის ეხმარება ხალხს მოიწყონ კონგენიალური ადგილი სამსახურსა და სახლში. იგი ენერგიას იღებს ბუნებისგან და ხელს უწყობს ადამიანებში ჯანმრთელობის, სოც. მდგომარეობის გაუმჯობესებას, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მოაქვს ბედნიერება.
ვასტუ შასტრა აერთიანებს მეცნიერებას, ხელოვნებას, ასტრონომიასა და ასტროლოგიას. შეიძლება ასევე ჩაითვალოს როგორც დიზაინის და მშენებლობის შემსწავლელ უძველეს მისტიკურ მეცნიერებად. მაშინ როდესაც ჩვენი ცხოვრება უარესობისკენ მიდის ვასტუ შასტრა გვეხმარება ცხოვრების გამოსწორებაში.
აერთიანებს ბუნების ხუთივე ელემენტს: მიწას, წყალს, ჰაერს, ცეცხლსა და სივრცეს. აღიარებს, რომ პლანეტებს შორის, სწორედ ამ 5 ელემენტის წყალობითაა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე.