LANDMARK ბაკურიანი დუქს დეველოპმენტის ინოვაციური პროექტია რომელიც ბაკურიანში შენდება და ითვალისწინებს  სათხილამურო ტრასას კომპლექსის სახურავზერაც არამარტო ბაკურიანის, არამედ მთელი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ლენდმარკადაც შეიძლება იქცეს.

ლენდმარკში აპარტამენტები განლაგებულია 6 სართულზე,  2 სართული ეთმობა ლობის, სკიდეპოს, ბარს, რესტორანს, ბავშვებისათვის განკუთვნილ გასართობ სივრცეს და სასრიალო სავარჯიშო დარბაზს.  აპარტამენტები ბარდება რემონტით, ავეჯით და ტექნიკით, დაგეგმარებისას გათვალისწინებულია მაღალი კლასის სასტუმროს სტანდარტები.

კომპლექსში არსებული სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მართვას საერთაშორისო კომპანია ჩაიბარებს. პროექტში დაგეგმარებულია "სუიტის" და "ჯუნიორსუიტის" ტიპის აპარტამენტები. აპარტამენტების მართვის და გაქირავების სერვისით მომხმარებელს ეძლევა საშუალება განხორციელებული ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ აქციოს.   

სწორედ ამ ტიპის აპარტამენტის შოურუმი Dux development-მა თავის დასრულებულ პროექტში "სახლი ვაკეში" (ნ.ჟვანიას N3-ში) გახსნა. 

ეს არის სივრცე სადაც ახლა უკვე ქალაქიდან გაუსვლელად გეძლევათ შესაძლებლობა ესტუმროთ ლენდმარკ ბაკურიანის შოურუმს და თქვენი თვალით იხილოთ სწორედ ამ ბინების ანალოგები,
ამ სივრცეში შეძლებთ ნახოთ და შეეხოთ იმ ყველა დეტალს, მასალას რაც ბაკურიანის პროექტის დასრულებისას დაგხვდებათ!

გვესტუმრე, შეაფასე ხარისხი და მიიღე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება.