"დუქს დეველოპმენტის" მარკეტინგის მენეჯერმა commersant.ge- სთან როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენების მნიშვნელობასზე ისაუბრა. 

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს: 


წარადგინეთ კომპანია დუქსი დეველოპმენტი, რა გამოგარჩევთ ბაზარზე??

-„დუქს დეველოპმენტი არის აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფ - ORI Group-ის შვილობილი კომპანია. კომპანია დაფუძნებულია პარტნიორების გამოცდილებაზე, რომლებიც 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებენ დეველოპმენტის მიმართულებით სხვადსხვა პროექტებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოში 2015 წელს განახორციელა პირველი ინვესტიცია.
 დუქს დეველოპმენტის მისიაა, განახორციელოს დეველოპერული პროექტები ქვეყნის მასშტაბით და დაამკვიდროს ინვესტორისა და კლიენტის კმაყოფილებაზე გათვლილი სტანდარტები მშენებლობის სფეროში.ამ ეტაპზე კომპანია 3 დასრულებულ და 5 მიმდინარე პროექტს ითვლის.
 წლების განმავლობაში დუქს დეველოპმენტმა  შეიძინა საიმედო პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ წამყვან ევროპულ ბრენდებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. თანამშრომლები სისტემატიუარდ გადიან სწავლებებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს, სწორი სტანდარტების და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.
დუქს დეველოპმენტი მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს,არქიტექტურული,კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებული უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხსის მასალებით. 

 -რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „დუქსი დეველოპმენტი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებზე, წელს კომპანია არეა ექსპო 2020-ის მონაწილეა. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და გვიამბოთ მოლოდინების შესახებ წლევანდელ ღონისძიებაზე?

რაც შეეხება არეა ექსპო 2020-ს გვაქვს იგივე მოლოდინი რომ შედგება ორმხრივ წარმატებული და საინტერესო  კომუნიკაცია როგორც ჩვენს პოტენციურ მობინადრეებთან ისე ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

არეა ექსპო 2020 -ზე მონაწილეები განსაკუთრებული შეთავაზებებით წარსდგებიან უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების წინაშე. რა პროექტებით წარსდგება კომპანია დუქსი და რა შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლებისთვის, თუ წინასწარ ამხელთ რასაკვირველია.

 -არეა ექსპო 2020-ზე წარვადგენთ პროექტ „ლენდმარკ ბაკურიანს“ ეს არის მსოფლიო დონის ინოვაციური პროექტი სამთო სათხილამურო კურორტზე,  რომელიც გულისხმობს სასტუმრო აპარტამენტებს, რომლის სახურავზეც განთავდება სასრიალო ტრასა, სადაც მომხმარებელს წელიწადის ოთხივე სეზონზე შეეძლება სრიალი. 
სასრიალო ტრასა კომპლექსის სახურავზე საშუალებას აძლევს მობინადრეებსა და დამსვენებლებს ტერიტორიიდან გაუსვლელად ასრიალონ ბავშვები, თავად კი დატკბნენ საუკეთესო ხედებით ტერას ბარიდან. 
კომპლექსში არსებული სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მართვას საერთაშორისო კომპანია ჩაიბარებს. პროექტში დაგეგმარებულია სუიტის და ჯუნიორ სუიტის ტიპის აპარტამენტები. აპარტამენტების მართვის და  გაქირავების სერვისით მომხმარებელს ეძლევა საშუალება განხორციელებული ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ აქციოს.   
ლენდმარკ ბაკურიანი მდებარეობს სათხილამურო ტრასა დიდველთან 600 მეტრშირაც გამოცდილ მოთხილამურეებსა თუ სნოუბორდისტებს დიდ კომფორტს უქმნის. 
გამოფენის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზებას სწორედ ამ პროექტზე გავაკათებთ ამიტომ ვინც დაინტერესებულია „ლენდმარკ ბაკურიანით“ მოვუწოდებთ რომ არ გამოტოვონ არეა ექსპო 2020.
არეა ექსპო 2020 - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, 4-5 აპრილს გაიმართება. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად, ვიზიტორებს შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ საიტზე www.areaexpo.ge  (ეს ონლაინში დამილინკეთ რა), დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები, რათა წინასწარ მიიღონ მონაწილე კომპანიის შეთავაზებები.