ადგილი, რომლის უნახავადაც არ უნდა დატოვო იაპონია.

Chureito Pagoda, რომელიც იაპონიის მშვიდობის მემორიალს წარმოადგენს, 1963 წელსაა აგებული. იგი გადმოყურებს ქალაქ Fujiyoshida-ს, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება. ბუნების მოყვარულთათვის შეუდარებელი ადგილია, ვინაიდან და რადგანაც გადაყურებს Fuji-ს მთას, ის კი ფოტოგრაფიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ზედმეტია საუბარი გარშემორტყმული ბუნების სილამაზეზე.

ადგილის სანახავად საუკეთესო დროდ შეიძლება ჩაითვალოს გაზაფხული და შემოდგომა. გაზაფხულზე, აპრილის შუა რიცხვებში ვარდისფერი საკურა და ალუბლის ხეები ყვავილობის შუალედში იმყოფებიან, შესაბამისად არემარეში სიცოცხლის სურნელი ჩქეფს. ნოემბრის დასაწყისში კი, ფოთლები ფერს იცვლიან, იმოსებიან მთის და გარემოს ფერებით-ყვითლით, ყავისფრით, ამიტომ რთულია თქმა როდის არის მეტად შთამბეჭდავი.