ჩვენ შესახებ


"დუქს დეველოპმენტის"
 მისიაა, განახორციელოს დეველოპერული პროექტები ქვეყნის მასშტაბით და დაამკვიდროს ინვესტორისა და კლიენტის კმაყოფილებაზე გათვლილი სტანდარტები მშენებლობის სფეროში.

წლების განმავლობაში "დუქს დეველოპმენტმა"  შეიძინა საიმედო პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ წამყვან ევროპულ ბრენდებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. თანამშრომლები სისტემატიუარდ გადიან სწავლებებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს, სწორი სტანდარტების და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.

21-ე საუკუნეში, როდესაც კონსტრუქციული მიღწევები გაოცებას აღარ იწვევს, დიზაინი გახდა მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია იზიარებს თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებს და წარმოდგენებს დიზაინის შესახებ, რის გამოც ყავს საკუთარი გუნდი დაკომპლექტებული არქიტექტორ-დიზანერებით. სისტემატიურად ხდება მათი ვიზიტები მსოფლიოს მაშტაბით გამართულ გამოფენებზე.


about-company-orcრას გთავაზობთ ჩვენ?

უკანასკნელ წლებში საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარებამ და კონკურენციამ, ბინის შეძენის მსურველებში ახალი ტიპის მოთხოვნები და პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. "დუქს დეველოპმენტი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებული უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხსის მასალებით.

ყველა ეტაპზე კომპანია ამოწმებს, ადგენს დოკუმენტს შესრულებული სამუშაოს ან მასალის ხარისხზე მის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე და  ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

მშენებლობა გაკონტროლებული ვიდეო კამერის დახმარებით, ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

მშენებლობების დასრულების შემდგომ მათი ექსპლუატაციის კონტროლი. სერვისის დასახელება: "კომენდატის მომსახურება".