13 დეკემბერს ბიდიო (BDO) სოლუშენსმა სამშენებლო, სამონტაჟო და დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე განხილული იყო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ბიდიო სოლუშენსის მიერ სამშენებლო ინდუსტრიის სპეციფიკებზე მორგებულ ERP სისტემა SAP Business One-ში.

ბიდიო სოლუშენსმა შექმნა SAP Business One-ის სამშენებლო მოდული, რომლის საშუალებითაც ეს ERP სისტემა იდეალურად ერგება სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის საჭიროებებს.

ღონისძიებას სამშენებლო ინდუსტრიის 60-მდე კომპანიის ტოპ მენეჯერები დაესწრნენ.

კონფერენცია SAP-ის წარმომადგენელმა გახსნა, შემდეგ კი ბიდიოს პარტნიორმა - გივი ძამაშვილმა სათითაოდ განიხილა სამშენებლო, სამონტაჟო და დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესები და ღონისძიების სტუმრებს მათი პროგრამული გადაწყვეტები SAP Business One-ის სამშენებლო მოდულში აჩვენა.

DUX Development-მა SAP Business One ბიდიოსთან თანამშრომლობით 2018 წელს დანერგა. კონფერენციაზე კომპანიის დირექტორმა ირაკლი ლომიძემ SAP Business One-ის დანერგვით მიღწეულ სარგებელზე ისაუბრა და აუდიტორიას პროცესების ავტომატიზაციის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა:

 „ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის, ბევრად გამარტივებულია პროცესების კონტროლი. პროგრამა საშუალებას გვაძლევს მარტივად შევადგინოთ მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვა, დროულად დავინახოთ გადახარჯვების საშიშროება და მომენტალურად მოვახდინოთ რეაგირება. დაგეგმილი ხარჯთაღრიცხვიდან გადახრების ხედვა და გეგმასთან შედარება ყველა ეტაპზე, გვეხმარება გავაანალიზოთ რა გვიძვირებს პროექტს და სამომავლოდ უფრო სწორად დავგეგმოთ პროექტის ბიუჯეტი.  გარდა ამისა, ყველა კრიტიკული ოპერაცია დადასტურების პროცესშია ჩართული. დადასტურების პოლიტიკა ავაწყვეთ ისე, რომ შესყიდვების კონტროლი ხდება ფაქტიური შესყიდვებისა და გახარჯვების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ შესყიდვებს. პროგრამაში ეფექტურად ვახროციელებთ პროექტების მართვას, CRM მოდული კი კლიენტებთან ეფექტურ ურთიერთობაში გვეხმარება. ბიდიოს გუნდი მართლა ძალიან დიდი მონდომებით იყო ჩართული პროექტში. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი გამოგვივიდა და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჰოლდინგის სხვა კომპანიებშიც.“ - ამბობს ირაკლი ლომიძე.

ბიდიო სოლუშენსი საქართველოს B2B ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა, რომელიც SAP-ისა და 1C-ს ყველაზე დიდი პარტნიორია საქართველოში - 14 წლიანი გამოცდილებით და 80 -ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლით. ბიდიო სოლუშენსმა SAP Business One სამშენებლო მოდულთან ერთად უკვე 7 ორგანიზაციაში დანერგა.