თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კედელზე მდებარე დაბა ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა გაშენებული, სადაც ცივი, ხანგრძლივი და თოვლიანი ზამთარი გრძელდება დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
წიწვოვანი ტყით შემოსილი ბაკურიანის ფერდობები ერთდროულად სასიამოვნო სანახავიც არის და ჯანმრთელობისთვის სასრგებლო ჰაერითაც ავსებს ორგანიზმს, რის გამოც ის ბალნეოლოგიურ გამაჯანსაღებელ კურორტადაც ითვლება.

ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბება 1932 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუ პირველი სათხილამურო ტრასა კოხტაგორის მთაზე 1,3 კილომეტრი იყო დღეს მოქმედებს კოხტას საბაგირო, ცნობილი 25-იანები (დამწყებ მოთხილაურეთა საყვარელი ადგილი) ტატრას საბაგირო და დიდველი - 16 კილომეტრიანი 8 სათხილამურო ტრასით, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისათვის და სნოუბორდერისთვის.

კურორტი ბაკურიანი ზაფხულში დამსვენებლებს ცხენებით თუ ზურგჩანთებით გასავლელ სამთო ბილიკების უამრავ მარშუტს სთავაზობს, ასევე 29 კილომეტრიანი ველო ბილიკის გავლაა შესაძლებელი, ტობოგანი - განსაკუთრებული ექსტრემის მოყვარულთათვის, და ულევი ჯანსაღი ჰაერი ბავშვებისათვის და არა მხოლოდ.

ბაკურიანი ემზადება 2023 წლისათვის, კურორტს სათხილამურო და სნოუბორდ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ელის, სადაც 25 მედალი გათამაშდება.

2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების პრესპექტივაც არსებობს, საქართველოს მთავრობამ მონაწილეობაზე განაცხადი უკვე გააკეთა. (იხილეთ ვიდეო რომელიც წარადგინეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე).

ბაკურიანი სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს საერთაშორისო ბაზარზე.