ახალი ბინა შეიძინეთ და რემონტის გაკეთების პროცესში ხართ ან მცირედი გადახალისების სურვილი გაქვთ, გირჩვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები რომელსაც ცნობილი ინტერიერის დიზაინერები იყენებენ. ზოგჯერ მცირე დეტალებსაც კი დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს სარკის დამატება, საღებავის ფერი, სანათი ან თუნდაც მცენარე. გადაიკითხეთ ჩვენი რჩვები და იქნებ თქვენი ახალი ბინისთვისაც იპოვოთ რაიმე საინტერესო
- როგორ გამოვაჩინოთ დიდი პატარა ოთახი
ნებისმიერი ოთახი უფრო დიდი გამოჩნდება თუკი დიდი ფანჯრები ექნება, რასაც დუქს დეველოპმენტში ყოველთვის ვითვალისწინებთ და ვიტრაჟულ კარ-ფანჯარას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. თუკი კედლის ფერი ნათელი იქნება და ინტერიერში გამოიყენებთ სარკეებს, რომელიც ერთის მხრივ სინათლეს აირეკლავს და მეორე მხრივ სივრცის ილუზიას ქმნის, ნებისმიერი ოთახის სივრცე სადაც ამ რჩევებს გაითვაიზსწინებთ გაცილებით დიდი გამოჩნდება ვიდრე ის რეალურად არის.
- გამოიყენეთ დეკორატიული სარკეები
სარკეებს ოთახში შემოაქვს სივრცე გარდა ამისა დიდ ოთახებში სადაც შეზღუდული რაოდენობით შემოდის ბუნებრივი სინათლე, სარკეებს ფანჯრის საპირისპირო მხარეს კიდებენ რათა მეტი სინათლე შემოიტანოს. სხვადასხვა ზომის სარკეებით ცარიელი კედლების შევსებას, გარდა სივრცის ილუზიის შექმნისა, დამატებითი სინათლის შემოტანაც შეუძლია ინტერიერში.
- გამიქსე: შეურიე ფაქტურები, ძველი და ახალი, ძვირიანი და იაფი
არაფერი არ დაშვდება თუ თქვენს ახალ გარემონტებულ ბინაში თანამედროვე სავარძელის გვერდით თქვენი ბებიის ნაქონ ჟუნალების მაგიდას დადებთ. საუკეთესო ინტერიერის დიზაინერები დაგვეთანხმებიან რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბინის მოწყობისას არის ის რომ ინტერიერი თქვენს თავს ასახავდეს. ძველ ნივთებს თავისი ისტორია აქვთ, რაც თქვენი დღევანდელობის ნაწილი ხდება, ახალი ნაყიდი ნივთები კი თქვენს ახლანდელ მდგომარეობას გადმოსცემს, ძველიც და ახალიც ინტერიერში საერთო ლამაზ ისტორიას ქმნის. რაც შეეხება ტექსტურას, რაც უფრო მრავალფეროვანია მით მეტი სითბო და ინდივიდუალიზმი შემოაქვს ინტერიერში.
- ჩააცვი რაიმე უფრო კომფორტული
გადასაკრავების გამოყენება სასწაულს ახდენს თქვენს ოთახში. ძალიან მარტივად და სწრაფად ცვლიან ინტერიერს განსხვავებული ფერის ბალიშის პირები. იაფი და მოხერხებული ცვლილებით საკმაოდ დიდი გადახალისება შეგიძლიათ შეიტანოთ ინტერიერში.
- დაწნული კალათები
დაწნული კალათები არის ელეგანტური და ეკონომიური გზა რომ გაზარდოთ თქვენს ბინაში შესანახი ადგილების რაოდენობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნების, ბავშვის სათამაშოების, ადიელების თუ პირსახოცების შესანახად. სამზარეულოში ხილის და ბოსტნეულისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტაა.
- გასაფორმებლად გამოიყენე ის რაც უკვე გაქვს
ყველას გვაქვს წვრილ-წვრილი ნივთები, სავარაუდოდ ყუთებში ჩალაგებული ან უჯრებში გამოკეტილი. ახალ სახლს სჭირდება სამკაულები, მაღაზიებში გაქცევის ნაცვლად ჯერ კარგად გადახედეთ იმას რაც უკვე გაქვთ. ძველი ჩემოდნები, წიგნები, ტუმბოები, შესაძლოა სხვადასხვა განზომილება შეიტანოს ინტერიერში, შეგიძლიათ შანდლები, სურათის ჩარჩოები დადგათ ზემოდან. ლამაზი თეფშებისგან არაჩვეულებრივი კედლის დეკორაციების გაკეთებაა შესაძლებელი. ბავშვების წიგნებიდან ლამაზი გვერდების ამოჭრა და გაჩარჩოება ბავშვის ოთახში ან აბაზანაში ჩამოსაკიდებლად. გაგიკვირდებათ იმდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი უკვე არსებული ნივთებით.
- სამზარეულოში ქვაბების დასაკიდი
სამზარეულოები თბილი და მეგობრული უნდა იყოს. ბევრ დროს ვატარებთ ამ ოთახში საჭმლის მომზადების თუ გამასპინძლების დროს. ჩამოსაკიდი თარო ელეგანტურიცაა და ფუნქციონალურიც. სამზარეულო ის ოთახია სადაც სულ ფუსფუსის შეგრძნება უნდა იყოს, დასაკიდი ქვაბების თარო კი ნამდვილად ქმნის ამის შეგრძებას. დამატებით კი ძალიან ლამაზადაც გამოიყურება, თუ კიდევ ერთი თაროც აქვს ჭიქების დასადებად ეს ხომ საუკეთესოა. არცერთი დიასახლისისთვის არ არის ზედმეტი შესანახი სივრცე სამზარეულოში.
- სიმწვანე
დაამატე სიმწვანე საცხოვრებელ სივრცეს, ყველა ოთახში, დიდი თუ პატარა, უხვი ფოთლებით თუ მცირე ზომის. მცენარეები არა ძვირადღირებული, საუკეთესო დეკორაციაა თქვენი სახლისათვის, საუკეთესო ტექსტურით და ფერით. მათ არა მარტო სილამაზე არამედ ჰაერი და სინოტივე შემოაქვთ. მათ შეუძლიათ დაბინძურების შემცირება ჰაერში. არცერთი სახლი არ უნდა არსებობდეს სახლის მცენარეების გარეშე.
- წიგნის თაროები
მომენტალური და ეფექტური ფერის შემოტანა ენერგიით ავსებს ოთახს. გასაკვირია ამდენად მცირე და უნიშვნელო ცვლილებამ რამხელა ტრანსფორმაცია შეიძლება მოახდინოს თქვენს მისაღებში. თაროები როგორც წესი მარტივი და ჩეულებრივია თუ არა ნათელი ფერი თაროებს შორის. იაფი და მარტივი გზა რომ არსებული ოთახის ინტერიერი შევცვალოთ. წიგნის თაროების ცვლილება იდეალური დასაწყისია, რადგანაც დიდი სივრცის გადაღებვა არ არის საჭირო.
- ხალიჩები და ქვეშაგები
ხალიჩებს ინტერიერში სითბოს, ფერის, ტექსტურის და პიროვნულობის შეტანის დიდოსტატებად მოიხსენიებენ დიზაინერები. ხისფერი იატაკის გასახალისებლად საუკეთესო გადაწყვეტაა.