კაპაროლი გახლავთ გერმანიის სამშენებლო ბაზარზე არსებულ საღებავების მწარმოებელთა შორის ლიდერი ბრენდი. ევროპაში ეს ბრენდი, კარგად ცნობილი ზოლებიანი სპილოს ლოგოთი, თავის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. ჩვენთან თქვენ ნახავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ: მაღალი ხარისხის საღებავებს, ემალებს, საფარს, თაბაშირს გარე და შიდა სამუშაოებისთვის, ასევე: ენერგოეფექტურ, თბოიზოლირებულ კომპოზიტურ სისტემებს (ETICS = ETKS), აკუსტიკურ სისტემებს და ნაგებობის დამცავ საშუალებებს, იატაკის მოსაპირკეთებელი მასალებს, ასევე კოროზიისაგან დამცავ და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო მასალებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც შენობას გარეგნულ იერსახეს უნარჩუნებს და მისი მაღალი დონის მანიშნებელია, ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ პარტნიორ გაყიდვის ობიექტში, შესაძლოა თქვენს მეზობლადაც კი.

გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას მხატვრებსა და მოქანდაკეებს, საღებავებით ბითუმად მოვაჭრეებს, მღებავებს, არქიტექტორებსა და უძრავი ქონების მშენებებლობით დაკავებულებს. თქვენ შეძლებთ მიიღოთ მომსახურება, დაწყებული ფერთა გამით და ფერთა კომბინაციის საკონსულტაციო მასალით, ციფრული მომსახურებებით, ღებვის ტექნიკური საკონსულტაციო დახმარებით მშენებლობის ადგილას, დამთავრებული შემოთავაზებით პროფესიული განვითარებისათვის.