ფენ-შუის მიხედვით ინტერიერის დიზაინი ბევრად მეტ ენერგეტიკულ დატვირთვას ატარებს, ვიდრე უბრალოდ ავეჯის და ნივთების სწორად გადანაწილებაა. უმთავრესია ის ბალანსი, სახლის დადებითი ენერგეტიკა, სისუფთავე და სიწმინდე, რომელიც მას მოაქვს. ფენ-შუის ხელოვნების მიხედვით, ნივთების განლაგება სახლში, სამსახურში, პირდაპირ კავშირშია ჰარმონიასთან და იგი ზრდის ან ამცირებს ჩვენს ირგვლივ არსებულ პოზიტიურ ენერგიას.

მოდით განვიხილოთ მეტად დეტალურად და გავიგოთ როგორ შემოვიტანოთ დადებითი ენერგია ჩვენს სახლში ფენ-შუის ხელოვნების მიხედვით. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს:

  1. როგორც ზემოთ ვახსენეთ, უმნიშვნელოვანესია ავეჯის და ნივთების ოთახში სწორად განლაგება. მოაშორეთ ყველა ნივთი, რომელიც არეულობის შეგრძნებას ტოვებს, განსაკუთრებით ეს ეხება სახლის შესასვლელს. ეს ხელს შეუწყობს ენერგიის დაბალანსებას.
  2. პოზიტიური ენერგია იზრდება თუ სახლში ცოცხალ ორგანიზმებს გავიჩენთ. ეს ეხება ყვავილების, ბონსაის ხეების გამრავლებას. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ცოცხალი არსებები: თევზი, შინაური ცხოველები და ა.შ.
  3. განათებას და მუსიკასაც დიდი როლი უჭირავს ფენ-შუის ხელოვნებაში. მას მივყავართ სულიერ სიმშვიდემდე.
  4. ფენ-შუი ერთი სიტყვით, რომ აგვეღწერა ეს იქნებოდა სიტყვა: ,,ბუნებრივი’’. ეხება ასევე ავეჯის შერჩევასაც. დამზადებული უნდა იყოს აუცილებლად ბუნებრივი მასალისგან.  იქნება ეს  ხე, ქვა თუ მეტალი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. წყლის ელემენტების შერწყმას დიზაინშიც მოაქვს დადებითი შედეგი.
  5. შეეცადეთ დღის განმავლობაში ფანჯრები გქონდეთ ღია და ფარდები გადაწეული, დაეხმარეთ ბუნებრივ სინათლეს შიგნით შემოღწევაში.
  6. თავი აარიდეთ ბნელი ადგილების არსებობას სახლში.
  7. მოაშორეთ საძინებელი ოთახიდან ნებისმიერი ტექნიკა. ისინი აქრობენ პოზიტიურ ენერგიას. იწვევენ ასევე სტრესს სამსახურში და ძალების დაცლას, გამოფიტვას.  
  8. საწოლი არ უნდა გედგათ კარების გასწვრივ. ფენ-შუის მიხედვით, ფეხებით კარისკენ წოლა გვართმევს დადებით ენერგიას.
  9. ასევე მნიშნველოვანია საწოლის და სარკის ურთიერთ მდებარეობა. წოლის დროს არ უნდა იყურებოდეთ პირით სარკისკენ. ძილის დროს, როდესაც თქვენ ახლიდან უნდა იმუხტებოდეთ, სარკე ამის საშუალებას არ მოგცემთ.
  10. ფერების სწორად გადაწყვეტაც ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი თემაა, რომელსაც ფენ-შუი ეხება. რომელი ფერი ჯობს რომ სახლში ჭარბობდეს? ცისფერი? იქნებ წითელი?

          მწვანე ფერი ვინაიდან და რადგანაც ასოცირდება ბუნებასთან, ყველაზე მნიშნველოვანი ფერია.  ის შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ოფისშიც, ბინაშიც, უმჯობესი იქნება თუ მწვანე ფერით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეს დატვირთავთ.

          ვარდისფერი-სიყვარულის და სიმშვიდის მომტანი ფერია.ვარდისფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანესთან კომბინაციაში.

          თეთრი სიწმინდე და სისუფთავეა.  აღნიშნავს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისს.

  არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე 5 ელემენტის გათვალისწინება: მიწა, ცეცხლი, წყალი, მეტალი, ხე. შეიძლება მათთვის დამახასიათებელი ფერი შემოვიტანოთ ინტერიერში ან განვათავსოთ სიმბოლური ნივთები. აი მაგალითად, ცეცხლის ნიშნისთვის კარგი არჩევანია ბუხრის გაკეთება.

  უნდა გვახსოვდეს, რომ ფენ-შუის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ხალხს მაქსიმალური წარმატების მიღწევაში, მოუტანოს მათ ბედნიერება, სიმშვიდე და კეთილდღეობა.