სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია DUX Development-მ საქართველოში პირველი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, გრძელდება ინვსეტირება სამშენებლო სფეროში. ამჟამად, მუშავდება რამდენიმე პროექტი (განიხილება თბილისის სხვადასხვა უბანი). გარდა საცხოვრებელი სახლებისა, კომპანია DUX აქტიურად მუშაობს A-კლასის ბიზნეს ცენტრისა და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტზეც.

კომპანია DUX - ის მიმდინარე პროექტი - “სახლი საბურთალოზე“ მდებარეობს თბილისის მყუდრო და წყნარ ნაწილში, ი.გამრეკელის ქუჩაზე. სახლის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტროსა და ავტობუსით), გაჩერების პუნქტებთან სიახლოვიდან გამომდინარე.

ამ სახლის მობინადრეები, კორპუსის ნებისმიერი აივნიდან, შეძლებენ სიამოვნება მიიღონ ქალაქის ხედებით.
ამასთანავე, 9-სართულიანი შენობას 1300 კვ.მ.-იანი მწვანე, იზოლირებული ეზო და ბავშვებისათვის განკუთვნილი მოედანი ექნება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის პროცესში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები, ფასადი თერმოიზოლირებულია, ვიტრაჟები ალუმინის, ლიფტი - ევროპული წარმოების, სადარბაზოში გამოყენებულია ბუნებრივი ქვა.

„სახლში საბურთალოზე“ თქვენი კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად ყოველგვარი პირობაა შექმნილი.
„სახლი საბურთალოზე“ - თქვენი კომფორტისათვის!