21 მარტს დუქს დეველოპმენტის მარკეტინგის მენეჯერი, გვანცა ფანჩულიძე ესტუმრა ლიკა ქარდავას, გადაცემაში საქმიანი დილა. გადაცემის მთავარი თემა იყო დუქსის ვიზიტი MIPIM-ზე, მსოფლიოს წამყვან უძრავი ქონების ყოველწლიურ გამოფენაზე.

MIPIM-ის საიუბილეო 30-ე გამოფენაზე, Dux  დეველოპმენტმა წარადგინა თავისი ინოვაციური პროექტი ლენდმარკ ბაკურიანი. ლენდმარკ ბაკურიანი - სასრიალო ტრასა  კომპლექსის სახურავზე, რომელიც სრიალის მოყვარულებს საშუალებას აძლევს 4-ვე სეზონზე ისრიალონ.

გვანცა ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ ლენდმარკ ბაკურიანის სტენდისთვის ყურადღებისა და გაკვირვების გარეშე არავის ჩაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციას უწევდა ლონდონის, სტამბულის, ბერლინის, ბრუსელის და დუბაის განვითარების გეგმების მასშტაბურ საგამოფენო კუთხეებს პატარა სტანდარტული სტენდით. პროექტით  დაინტერესედნენ როგორც ინვესტორები ასევე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ “აკორის” და “ჰილტონის” წარმომადგენლებს. ,,ინვესტორებს ხიბლავთ არამხოლოდ კონცეფცია არამედ 10%  ამონაგები ინვესტირებიდან, ეს მაჩვენებელი ევროპის 2-3% თან შედარებით საკმაოდ მაღალია’’-განაცხადა გვანცამ.

ლენდმარკ ბაკურიანის პროექტმა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო, ადგილობრივი ფრანგული გამოცემის NICE Matine 5 ყველაზე გიჟურ პროექტების ჩამონათვალში მოხვდა.

გვანცამ ასევე ისაუბრა დუქს დეველოპმენტის ვიზიტზე პარტნიორი კომპანია Neveplast-ის ქარხანაში, იტალიაში. სწორედ Neveplast აწარმოებს 4 სეზონიან სასრიალო ტრასებს და მუშაობს ლენდმარკ ბაკურიანის სასრიალო ტრასის ფუნქციურად გამართვაზე.

Neveplast-ს იმდენად მოდელირებული ტრასები აქვს, რომ კომპანიის ვიზიტის დროს, ტრასაზე სრიალს სწავლობდნენ ასევე ბერგამოს სკოლის მოსწავლეები.

კომპანიის წარმომადგენლებმა თავად გამოცადეს ტრასაზე სრიალი და როგორც გვანცამ განაცხადა სპეციალურ საფარზე სრიალი შეგრძნების დონეზე საერთოდ არ განსხვავდება თოვლიანი ზედაპირისგან. მინიმუმამდეა დაყვანილი თხილამურის ზედაპირის დაკაწვრის რისკიც.

2020 წლიდან კი ნებისმიერი მსურველი თავად შეძლებს ისრიალოს სახურავზე წელიწადის ნებისმიერ დროს.