"დუქს დეველოპმენტი" საშუალებას აძლევს დამწყებ და გამოცდილ არქიტექტორებსა თუ დიზაინერებს გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები კომპანიის არსებულ თუ სამომავლო პროექტებში.
გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და ავტორებს გადაეცემათ საპრიზო ფონდში მითითებული თანხა. 
საკონკურსო დავალებების შესრულების საშუალება ეძლევა ყველა მსურველს. თითოეულ დავალებას ექნება მითითებული ვადები და საპრიზო ფონდი. 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოგვიგზავნონ შესრულებული დავალება, ჟიური კი შეარჩევს გამარჯვებულ პროექტებს, რომელსაც განახორციელებს "დუქს დეველოპმენტი" საქართველოს მასშტაბით. პროექტის ავტორებს მიეცემათ საშუალება რეალურ დროსა და სივრცეში მონიტორინგი გაუწიონ საკუთარი პროექტების განხორციელებას.  

21-ე საუკუნეში კონსტრუქციული მიღწევები გაოცებას აღარ იწვევს, დიზაინი გახდა მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში.
გაგვაოცეთ თქვენი ნაშრომებით და დააკვირდით როგორ გადაიქცევა პროექტი რეალობად. 
გააზიარეთ გვერდი: