ვასტუ ძველი ინდური არქიტექტურის და მშენებლობის მეცნიერებაა. ის ეხმარება ხალხს მოიწყონ კონგენიალური ადგილი სამსახურსა და სახლში. იგი ენერგიას იღებს ბუნებისგან და ხელს უწყობს ადამიანებში ჯანმრთელობის, სოც. მდგომარეობის გაუმჯობესებას, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მოაქვს ბედნიერება.
ვასტუ შასტრა აერთიანებს მეცნიერებას, ხელოვნებას, ასტრონომიასა და ასტროლოგიას. შეიძლება ასევე ჩაითვალოს როგორც დიზაინის და მშენებლობის შემსწავლელ უძველეს მისტიკურ მეცნიერებად. მაშინ როდესაც ჩვენი ცხოვრება უარესობისკენ მიდის ვასტუ შასტრა გვეხმარება ცხოვრების გამოსწორებაში.
აერთიანებს ბუნების ხუთივე ელემენტს: მიწას, წყალს, ჰაერს, ცეცხლსა და სივრცეს. აღიარებს, რომ პლანეტებს შორის, სწორედ ამ 5 ელემენტის წყალობითაა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე.
ვასტუს სჯერა რომ ადამიანი არის მიზეზი, თავიდა და თავი არქიტექტურის არსებობისა. ესმის უდიდესი კავშირის არქიტექტურასა და გარემომცველ ბუნებას შორის.
ადამიანები ცხოვრების უდიდეს ნაწილს შენობის შიგნით ვატარებთ. იქნება ეს სახლი თუ სამსახური. ყველა დამეთანხმებით, რომ ამ შენობებს დიდი ენერგია გააჩნიათ. ვასტუ-ს მიზანია, რომ ნეგატიური ენერგია შეცვალოს დადებითით.
ვასტუს მიმდევრები დამტკიცებით ამბობენ: თუ შენობა ვასტუს წესებით და პრინციპებით არაა აგებული იქ სრული დისჰარმონია იქნება დასადგურებული. ამან შეიძლება დაავადებამდე, სხვადასხვა დარღვევებამდე და დიდი რაოდოენობით ფულის კარგვამდე მიგვიყვანოს.
მეორეს მხრივ თუ შენობა ვასტუს წესების მიხედვითაა აგებული ეს ეხმარება ხალხს პოზიტიურად და პროგრესულად ფიქრში.
სამი რამ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას: ბედი, კარმა და ვასტუ იმ ადგილისა სადაც ცხოვრობს და მუშაობს.
თუ ადამიანის ვასტუ არის სუსტი, ხოლო ბედი ძალიან კარგი, მისი ცხოვრება საკმაოდ არასახარბიელო იქნება, ხოლო თუ ადამიანის ვასტუ ძლიერია, ბედი კი ცუდი, დაავადების გაჩენის ალბათობაც კი თითქმის ნულის ტოლია.