11-14 აპრილის ჩათვლით, დუქს დეველოპმენტის პარტნიორი ალუმინის სისტემის მწარმოებელი კომპანია ჰუკ ჯორჯია წარმოდგენილი იყო მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენაზე, Caucasus Build 2019-ზე, ექსპოჯორჯიაში. ჰუკ ჯორჯიასა და დუქს დეველოპმენტის პარტნიორობა დუქს დეველოპმენტის პირველი პროექტიდან დაიწყო - სახლი ვაკეში. ჰუკი მომხმარებელს სთავაზობს გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარას და საფასადე სისტემებს, ასევე პროექტირებას, არქიტექტურული ნახაზიდან - სისტემების მონტაჟამდე.
Caucasus Build 2019-ზე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კომპანიის უახლეს მიღწევებს პროდუქტების განვითარების თვალსაზრისით. ჰუკ ჯორჯიას სტენდზე წარმოდგენილი ჰქონდა 4 ინოვაციური პროდუქტი:
- HUECK LAVA 77-90 - ცეცხლისგან დამცავი, თერმო იზოლირებული კარის კონსტრუქციით, ცეცხლისგან დაცვის მაქსიმალური ხანგრძლივობა 90 წუთი.
- HUECK LAMBDA 65 m- თერმო იზოლირებული კარისა და ფანჯრის სისტემა.
- TRIGON UNIT l-საფასადე სისტემა. ელემენტ კონსტრუქციის, თერმო იზოლირებული, ალუმინის ფასადის დიზაინით.
კომპანიის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს წარუდგინეს პროექტები, რომლებიც განახორციელეს საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე: მერსედესის ცენტრი, ჰაუსარტ პლაზა, თაბორის გოლფ კლუბი, პანორამა თბილისი, ვაკე რეზიდენსი - დუქს დეველოპმენტისგან.
ჰუკ ჯორჯიამ ხალხის გაოცება წელსაც შეძლო საკუთარი პროდუქცით. წარმოდგენილი ჰქონდა 4,5 მეტრიანი ალუმინის კარი, რომელსაც დამთვალიერებლები ცნობისმოყვარეობის გარეშე გვერდს ვერ უვლიდნენ. ასევე აღსანიშნავია ჰუკის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. გამარჯვებულებს კი გადასცემდნენ ბრენდირებულ საჩუქრებს.
უკვე მეორედ, გამოფენაში მონაწილე 100 ზე მეტი საერთაშორისო კომპანიიდან ჰუკ ჯორჯიამ დაიმსახურა ჯილდო ,,სტენდის საუკეთესო კონცეფცია’’.