12-15 მარტის ჩათვლით დუქს დეველოპმენტის პროექტი „ლენდმარკ ბაკურიანი“ წარდგენილი იყო MIPIM-ზე, მსოფლიოს წამყვანი უძრავი ქონების ყოველწლიურ გამოფენაზე კანში. MIPIM-ზე მონაწილეობა მიიღო 200 ზე მეტმა კომპანიამ 58 ქვეყნიდან, ესტუმრა 5000 ზე მეტი ინვესტორი, 4800 დეველოპერი, 4 დღის განმავლობაში 20-ზე მეტ საგამოფენო სივრცეში იმართებოდა კონფერენციები, ეწყობოდა შეხვედრები და ინდივიდუალური პროექტების წარდგენები.
MIPIM ფოკუსირებას ახდენს ინვესტიციებზე, ტრენდებზე, უძრავი ქონების სექტორის განვითარებაზე და ამიტომ საგამოფენო სივრცეში თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან უძრავი ქონების მოთამაშეებს. ხელს უწყობს მათ შორის პარტნიორობისა და კოლაბორაციის დაწყებას. სწორედ ამ მახასიათებლების გამო MIPIM საუკეთესო ადგილია უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
წელს MIPIM-ის საიუბილეო 30-ე გამოფენაზე, Dux დეველოპმენტმა წარადგინა თავისი ინოვაციური პროექტი ლენდმარკ ბაკურიანი. ლენდმარკ ბაკურიანი - სასრიალო ტრასა კომპლექსის სახურავზე, რომელიც მობინადრეებს საშუალებას აძლევს 4-ვე სეზონზე ისრიალონ.
ლენდმარკ ბაკურიანის სტენდისთვის ყურადღებისა და გაკვირვების გარეშე არავის ჩაუვლია და ინვესტორების მხრიდანაც მოყვა ინტერესი. ინვესტორებს ხიბლავთ არამხოლოდ კონცეფცია არამედ 10% ამონაგები ინვესტირებიდან, ეს მაჩვენებელი ევროპის 2-3% თან შედარებით საკმაოდ მაღალია. პროექტით დაინტერესდნენ სასტუმროს ბრენდი და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ აკორის და ჰილტონის წარმომადგენლებთან პროექტის დეტალების განსახილველად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისეთი მასშტაბური პროექტები როგორიცაა ლონდონის და სტამბულის, ბერლინის, ბრუსელის, დუბაის ქალაქის განვითარების გეგმები და ცალკეული პროექტები, ასეთი მასშტაბების მიუხედავად ლენდმარკ ბაკურიანის პროექტმა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო, ადგილობრივი ფრანგული გამოცემის NICE Matine 5 ყველაზე გიჟურ პროექტების ჩამონათვალში მოხვდა.
გამოფენა დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალით. წარმოდგენილი იყო 11 კატეგორია და თითოეულ კატეგორიაში სპეციალურად წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ, 45 ფინალისტიდან გამოავლინა 11 გამარჯვებული პროექტი.
ჩვენი განწყობა ოპტიმისტურია და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო წელს, ერთ-ერთი კატეგორიის გამარჯვებულთა შორის ლენდმარკ ბაკურიანიც მოხვდება.