22 თებერვალს, დუქს დეველოპმენტის დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე და მარკეტინგის მენეჯერი გვანცა ფანჩულიძე ესტუმრნენ ლიკა ქარდავას გადაცემაში საქმიანი დილა. გადაცემის მიმდინარეობის პერიოდში ისაუბრეს როგორც კომპანიის დაარსებიდან მის განვითარებასა და მიღწევების შესახებ, ასევე განიხილეს მიმდინარე ინოვაციური პროექტი ლენდკმარკ ბაკურიანი. ლენდმარკ ბაკურიანის კონცეფცია გულისხმობს სასრიალო ტრასას კომპლექსის სახურავზე, რომელიც მობინადრეებს საშუალებას აძლევს 4-ვე სეზონზე ისრიალონ.
გადაცემაში ყურადღება იქნა გამახვილებული პროექტის ინოვაციურობაზე. ყველასთვის საინტერესო იქნება თუ დავამატებთ, რომ პროექტის ანალოგი არც საქართველოში და არც ამიერკავკასიაში არ არსებობს, ხოლო მსოფლიოში მხოლოდ ხუთი პროექტია მსგავსი კონცეფციით, აქედან დღესდღეობით განხორციელებულია ერთადერთი - კოპენჰილი კოპენჰაგენში.
როგორც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, დუქს დეველოპმენტს გააჩნია გამოცდილება მსგავს პროექტზე მუშაობის, ვინაიდან და რადგანაც, კომპანია ჰუკს, რომელთანაც იცი თანამშრომლობს და რომელიც წარმოადგენს მის შვილობილ კომპანიას, განხორციელებული აქვს ზემოთხსენებული პროექტი-კოპენჰილი კოპენჰაგენში.
გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პირდაპირი ჩართვა ბაკურიანიდან და ლენდმარკ ბაკურიანის მშენებლობის ჩვენება. გადაცემის მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ვიზუალურად აღექვათ პროექტის გეგმა და მიეღოთ ინფორმაცია ლენდმარკ ბაკურიანის სერვისებისა და შემოთავაზებების შესახებ. პროექტის დაგეგმარების შესახებ ისაუბრეს ასევე დუქს დეველოპმენტის პარტნიორ კომპანია სებო-დიტოს არქიტექტორებმა. მათ ფაქტობრივად დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს თუ როგორ ვითარდებოდა ლენდმარკ ბაკურიანის იდეა დღემდე.
გადაცემის დასასრულს დუქს დეველოპმენტის მარკეტინგის მენეჯერმა, გვანცა ფანჩულიძემ ყურადღება გაამახვილა უპირატესობებზე, სათხილამურო ტრასა, სასრიალო სავარჯიშო დარბაზი, 5 ვარსკვლავიანი მომსახურება და გადახდის მოქნილი გრაფიკი.