Nat`s architecture/design - არქიტექტურული სტუდია შეიქმნა ნატა ძამუნაშვილის, არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის მიერ 2011 წელს.

სტუდია მუშაობს სხვადასხვა მოცულობის პროექტებზე და დამკვეთს სთვაზობს არქიტექტურული და დიზაინერული პრობლემების გადაჭრას. ოფისებისა და შოურუმების, აპარტამენტებისა და კერძო სახლების პროექტირებასა და ინტერიერის მოწყობს, კონცეფციიდან რეალობამდე.

Nat`s architecture/design -ს პროექტები გამოირჩევა სისადავის და სივრცის შეგრძნებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ პროექტს განსხავებული მიდგომა ჭირდება, უპირატესობა ენიჭება ნათელ ფერებსა და სივრცეს. მინიმალური დატვირთვით მაქსიმალური შედეგის მიღწევა- სტუდიის მთავარი დევიზია.

სტუდიის პირველი პროექტი იყო ,,ხელოვნების სასახლე’’- ს ოთახის მოწყობა.

მაღალსართულიანი შენობების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ბაქოში.

Nat`s architecture/design- მა დუქს დეველოპმენტთან თანამშრომლობა დაიწყო კომპანიის შექმნის დღიდან. ერთად განხორციელებული პროექტებია ვაკე რეზიდენსი და ლენდმარკ ბაკურიანის ინტერიერის დიზაინი.