თბილისის ცენტრში, ვაკეში, შენდება 7 სართულიანი პრესტიჟული მაღალჭერიანი საცხოვრებელი სახლი. ადგილმდებარეობა სიმწვანის, მთების, სუფთა ჰაერის, ეკოლოგიურობისა და რაც მთავარია მისი მუდმივი შენარჩუნების გარანტიაა. საცხოვრებელი კომლექსი დახვეწილი არქიტექტურისა და ევროპული ხარისხის საუკეთესო სინთეზის ნათელი მაგალითია. პროექტში მშენებლობის ყველა ეტაპი მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალებით იქნება შესრულებული. თანამედროვე არქიტექტურის, გამართული ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცის და სიმყუდროვის შერწყმა, პროექტს ანიჭებს განსაკუთრებულ ფასეულობას.
 
საცხოვრებელი სახლი მოიცავს 16 ბინას, ერთ სართულს ვერანდითა და კომერციულ ფართებს. საცხოვრებელი სახლის ნულოვან სართულზე განლაგებულია ავტოსადგომი, რომელიც მოწყობილი იქნება UZIN ფირმის OS8 სისტემით მისი ხმის იზოლირების, უსაფრთხო და გრძლევადიანი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.