ეზო და გამწვანება

რაციონალურად გადანაწილებული დახურული სარეკრეაციო-ინფრასტრუქტურული ზონა. სახლის ძირითადი შესასვლელი არის ჭიშკარი წინიდან, რომელიც გაივლის სახლის წინ კეთილმოწყობილ ეზოს სადარბაზომდე. მეორე შესასვლელი მდებარეობს სახლის უკანა მხრიდან. ქუჩისგან ღობით გამიჯნული ეზოს სივრცე მოიცავს საბავშვო მოედანს, სარეკრეაციო ბაღს და დასასვენებელ სივრცეს.

ავტოსადგომი

ავტოსადგომი იზოლირებულია და იმართება დისტანციურად. დაყოფილი 2 სივრცედ. გამოყოფილი ეზოსგან, მაცხოვრებლები ისარგებლებენ ლიფტით, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილებას ავტოსადგომიდან, ნებისმიერ სართულზე.

ვერანდა

სახლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სახურავზე იგეგმება შემინული ვერანდის მოწყობა მხოლოდ მოსახლეობისთვის, რომლიდანაც გადაიშლება თბილისის ხედები.

კონსიერჟი 

სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კომპანია უზრუნველყობს შენობის და ინფრასტრუქტურის სისუფთავეს, ტექნიკურ გამართულობას და უსაფრთხოებას.