ეზო და გამწვანება 

საცხოვრებელი სახლი მოქცეულია დახურულ სარეკრეაციო ზონაში. სახლის ძირითადი შესასვლელი არის წინიდან.  ქუჩისგან ღობით გამიჯნული ეზოს სივრცე მოიცავს საბავშვო მოედანს, სარეკრეაციო ბაღს, დასასვენებელ სივრცეს და ღია საპარკინგე ზონას. 

ავტოსადგომი 

საცხოვრებელ სახლს აქვს 4 დახურული საპარკინგე ადგილი 0 სართულზე, დანარჩენი მანქანის გასაჩერებელი ადგილები გადანაწილებულია ეზოში. 

ვერანდა 

ყველა საცხორებელ ბინას აქვს სხვადასხვა ზომის ვერანდა, რომელიც გადაჰყურებს თბილისის ხედებს. 

ლიფტი

საცხოვრებელი სახლის ლიფტი აღჭურვილია ინდივიდუალური მრიცხველით, რომელიც უადვილებს მობინადრეებს დანახარჯების კონტროლს.