მსოფლიოს ცნობილ არქიტექტურულ შენობებს ყოველწლიურად მილიონობით მნახველი სტუმრობს. ისინი ხშირად დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში მიფრინავენ გასაოცარი სანახაობისთვის, უნდათ შეიგრძნონ ხილვის სიამოვნება. ამის მიზეზი ძირითადად ის საინტერესო ისტორიებია, რომლის მატარებლებიც შენობები არიან.
ყველა ადამიანს აქვს თავისი ფავორიტი ნაგებობა, რომლის ნახვისკენაც ისწრაფვის, ზოგი იხდენს ამ სურვილს, ზოგს კი მხოლოდ ფოტოებით ტკბობა ხვდება ხოლმე წილად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცნობილი არქტიექტურული შენობები ბევრი შემოქმედებითი ადამიანისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო.
თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ თქვენი რჩეული ნაგებობა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ბოლოდროინდელი მოვლენის გათვალისწინებით, ალბათ გასაკვირი არ იქნება პირველი ჩვენს სიაში Notre Dame, Paris ყოფნა. იცით თუ როგორ ითარგმნება სახელი ქართულად?
ითარგმნება როგორც ,,პარიზის ქალბატონი’’, მემგონი შესანიშნავი სახელია, თქვენ რას იტყვით?
ტაძარში გაჩენილი ხანძარი დიდი ტრაგედია იყო არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან და რადგანაც ნოტრდამი მთელი მსოფლიოს ისტორიულ საგანძურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1160 წელს დაიწყო და ზუსტად 1 საუკუნე გაგრძელდა. მას შემდეგ ბევჯერ ჩატარებია რეკონსტრუქცია.
გოთიკური სტილის ტაძარი მნახველია ნაპოლეონ I-ის კორონაციის, მრავალი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დაკრძალვის. ამაყად იდგა მაშინაც კი, როდესაც სასტიკად ძარცვავდნენ და ანგრევდნენ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში. მიუხედავად ამისა ალბათ არ გვიწყენთ თუ ვიტყვით, რომ სანახავად განსაკუთრებულად მიმზიდველი ვიქტორ ჰიუგოს ნოველის-პარიზის ღვთიმშობლის ტაძრის პუბლიკაციის შემდეგ გახდა. იმ დროიდან არ წყდება მნახველების ვიზიტი. ყველას აინტერესებს ადგილი სადაც კვაზიმოდოს მალულად ზრდიდა დიაკონი კლოდ ფროლო, ხოლოდ უმშვენიერესი ესმერალდა დააფრიალებდა ყორანივით შავ თმას.