Dux დეველოპმენტმა მოინახულა კომპანიის პარტნიორის - Neverplast-ის ქარხანა იტალიაში. Neverplast აწარმოებს 4 სეზონიან სასრიალო ტრასებს და მუშაობს ლენმარკ ბაკურიანის სასრიალო ტრასის ფუნქციურად გამართვაზე. საფარის ,,know how’’ რომელიც 4-ვე სეზონზე სრიალის საშუალებას გვაძლევს სწორად მის მიერაა დაპატენტებული. დღესდღეობით მსოფლიოში მსგავსი ტიპის სასრიალო ტრასა არც თუ ისე ბევრგან გვხვდება, ნორვეგიაში, შვედეთში, ესტონეთსა და ლატვიაში, Dux დეველოპმენტი იქნება პირველი ვინც ამ ინოვაციას დანერგავს საქართველოში.

ქარხანაში ვიზიტის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს წარმოების პროცესი და გაეცნენ სხვადასხვა ტიპის საფარების უპირატესობებს. ასევე საკუთარ თავზე გამოსცადეს ხელოვნურ საფარზე სრიალის სიამოვნება.

სპეციალურ საფარზე სრიალი შეგრძნების დონეზე საერთოდ არ განსხვავდება თოვლიანი ზედაპირისგან, დაცემის დროსაც კი შეიძლება უფრო რბილი მოგეჩვენოთ ვიდრე გაყინული ტრასა. მიუხედავად იმისა, რომ 4 სეზონიანი საფარი ვიზუალურად სრულიად განსხვავებულია ნამდვილი თოვლისგან, ხელოვნური საფარის სტრუქტურა ინარჩუნებს ფაქტურას 20 წლის განმავლობაში, ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი თხილამურის ზედაპირის დაკაწვრის რისკი.

Neverplast-ის მოდელირებული ტრასების დამსახურებით ბერგამოს სკოლებში სპორტის გაკვეთილზე მოსწავლეები თხილამურით სრიალს სწავლობენ. 

ტრასის საფარი არის სამი განსხვავებული ტიპის: NP30, NP50 და NP70.  

NP 30 ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიაა რასაც კომპანია გთვავაზობს თხილამურებით და სნოუბორდით სასრიალოდ. მანევრირებაც მარტივია და რა თქმა უნდა განკუთვნილია როგორც გამოცდილი ასევე დამწყები მოსრიალეებისათვის. მისი დაგება ყველა ტიპის ზედაპირზეა შესაძლებელი, იქიდან გამომდინარე რომ ჰომოგენური და კომპაქტურია.

NP 50 სპეციალურად შექმნილია სკანდინავიური სტილის სრიალისთვის, როგორც თავისუფალი ასევე კლასიკური ტექნიკით, ნებისმიერ ამინდსა თუ სეზონზე. Np50-ით შესაძლებელია დაკავდე შენი საყვარელი სპორტით სპორტცენტრებში, ქალაქის შუაგულში ან მთებში.

NP 70-ის მოდულარული დიზაინის წყალობით მისი დაგება და დამონტაჟება მარტივია ნებისმიერ ზედაპირზე. გამოიყენება როგორც ქარიან ასევე მზიან ადგილებში.  სპეციფიური ფორმის დახმარებით, ნებისმიერ ნარჩენს აშორებს ზედაპირიდან და აგვარებს პრობლემას, რომელიც სრიალისთვის ახალი თოვლის დადებით იქმნება.