15 და 16 სექტმებერს დუქს დეველოპმენტის გუნდმა უძრავი ქონების, მიგრაციის და ინვესტიციების დახურულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

მასშტაბური ღნისძიება ორი დღის განმავლობაში ქორთიარდ მერიოტში მიმდინარეობდა, სადაც 200-მდე ვიზიტორს უმასპინძლა.

წარმდგენებს შორის უცხოელი და წამყვანი ადგილობრივი დეველოპერები ფიგურირებდნენ. დუქს დეველოპმენტმა წარადგინა ნ. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე პრემიუმ საცხოვრებელი სახლი და ბაკურიანის აპარტამენტები, ორივე პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწია ვიზიტორებში.

ბაკურიანის აპარტამენტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.